logo_geo
ტუნისის დედაქალაქში ორი ძლიერი აფეთქება მოხდა
- +

27 ივნისი. 2019. 15:41

 

 

ტუნისის დედაქალაქში ორი ძლიერი აფეთქება მოხდა. ამის შესახებ „ფრანს პრესი“ იუწყება.

 

აფეთქების შედეგად 9 ადამიანი დაშავდა. მათგანი სამი მშვიდობიანი მოქალაქეა.

 

მედიის ინფორმაციით, აფეთქებები თვითმკვლელმა თავდამსხმელებმა მოაწყვეს. მათი სამიზნე პოლიციის მანქანა იყო. გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთმა ქალმა თავი საფრანგეთის საელჩოს სიახლოვეს აიფეთქა. მეორე აფეთქება კი ტუნისის კონტრტერორისტული სამმართველოს შენობის ავტოსადგომზე მოხდა.

 

თვითმხილველების ცნობით, აფეთქების შემდეგ ისმოდა სროლის ხმაც.

ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილი პოლიციას აქვს ბლოკირებული. პოლიციის ცნობით, აფეთქებების შედეგად დაღუპულები არ არიან.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი