logo_geo
დონალდ ტრამპმა და ვლადიმირ პუტინმა უკრაინასთან, სირიასთან, ირანსა და ვენესუელასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს
- +

28 ივნისი. 2019. 11:29

 

„დიდი ოცეულის“ სამიტზე დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა უკრაინაზე, სირიაზე, ირანსა და ვენესუელაზე ისაუბრეს, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ავრცელებს.

 

თეთრი სახლის ცნობით, ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება ორივე მხარის და ასევე მთელი მსოფლიოს ინტერესშია.

 

იაპონიის ქალაქ ოსაკაში აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა საათნახევარს გაგრძელდა. შეხვედრის დაწყებამდე ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ არის საკითხები, რაზეც ორი ქვეყნის ლიდერებმა უნდა ისაუბრონ.

 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მოლაპარაკების წინასწარ განსაზღვრული დღის წესრიგი არ არსებობდა და ლიდერებმა პრიორიტეტები თავად განსაზღვრეს.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი