logo_geo
ზელენსკიმ 14 ადამიანს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა, მათ შორის არიან ქართველებიც
- +

28 ივნისი. 2019. 18:08

 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უცხო ქვეყნის 14 მოქალაქეს, რომლებიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაში, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობის დაცვაში მონაწილეობდნენ, მოქალაქეობა მისცა.

 

ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

ზელენსკი აღნიშნავს, რომ უკრაინის მოქალაქეობის მინიჭება სხვა პირებისთვისაც იგეგმება, რომლებიც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში მონაწილეობდნენ, თუმცა ამჟამად სამიგრაციო სამსახურიდან შესაბამის დოკუმენტაციას ელოდება.

 

უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ამიერიდან პროცესის ხელოვნურად გაჭიანურება აღარ მოხდება.

 

ამ ეტაპზე უკრაინის პასპორტი მიიღეს: ლევან ხუციშვილმა, იური სავილოვმა, მამუკა მუზაშვილმა, მერაბ კონცელიძემ, ვალერი კოლოტიმ, გიორგი კახნიაშვილმა, თენგიზ ზანაძემ, რუდოლფ ეგორენკომ, ტაჩი ჯაფაროვმა, აბდულ ჯალილმა, დავიდ გაჩეჩილაძემ და დიმიტრი ბელოგორცევმა.

 

გარდა ამისა, მოქალაქეობა იულია ტოლოპამ და ასლანბეკ ქარიმოვმა მიიღეს, როგორც პირებმა, რომლებსაც უკრაინის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებები აქვთ.

 

28 მაისს გახდა ცნობილი, რომ ზელენსკიმ მოქალაქეობა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს დაუბრუნა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი