logo_geo
დონალდ ტრამპს კინ ჩენ ინთან შეხვედრა სურს
- +

29 ივნისი. 2019. 10:36

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კინ ჩენ ინთან შეხვედრა სურს. ამის შესახებ BBC წერს.

 

როგორც ტრამპი წერს, მას კიმთან ხელის ჩამორთმევა და მისალმება სურს მხოლოდ. შეხვედრის ადგილად თეთრი სახლის ლიდერი სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის საზღვარს ასახელებს.

 

ოფიციალური ფხენიანის მტკიცებით, ვაშინგტონი მხოლოდ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს და  ბირთვულ განიარაღებაზე ჩრდილოეთ კორეისგან პირობების ცალმხრივად შესრულებას მოითხოვს.

 

ამ საკითხზე მოლაპარაკებები ჩიხში მიმდინარე წლის თებერვალში შევიდა. ჰანოიში გამართული შეხვედრა 27 თებერვალს ვადაზე ადრე დასრულდა. მხარეებმა მაშინ განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეისთვის სანქციების მოხსნასა და ბირთვულ განიარაღებაზე აზრთა რადიკალური სხვადასხვაობაა.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი