logo_geo
ინდოეთში კედლის ჩამონგრევისას 15 ადამიანი დაიღუპა
- +

29 ივნისი. 2019. 11:42

 

 

ინდოეთში, მაჰარაშტრას შტატის ქალაქ პუნაში საცხოვრებელი კორპუსის დამცავი 23-მეტრიანი კედელი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 15 ადამიანი დაიღუპა. დამცავი კედელი მუშების საცხოვრებელ მსუბუქ შენობას დაეცა. წინასწარი ვერსიით, ჩამონგრევის მიზეზი ძლიერი წვიმა გახდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

სამაშველო ოპერაცია გრძელდება, რადგან ნანგრევებში შესაძლოა მოყოლილი იყოს რამდენიმე ადამიანი. როგორც ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, დამნაშავეების მიმართ უმკაცრეს ზომებს მიიღებენ.

 

აღნიშნულ ინფორმაციას „NDTV“-ზე დაყრდნობით სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი