logo_geo
დონალდ ტრამპმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან რუსეთის მიერ თურქეთისთვის სარაკეტო კომპლექსის მიწოდების საკითხი განიხილა
- +

29 ივნისი. 2019. 11:43

 

 

„დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში აშშ-ისა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრაზე ამერიკის შეერთებული შტატების და თურქეთის პრეზიდენტებმა რუსეთის მიერ თურქეთისთვის „S-400“-ის ტიპის სარაკეტო კომპლექსის მიწოდების საკითხი განიხილეს.

 

როგორც შეხვედრის შემდეგ თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, აღნიშნული საკითხი ორ ქვეყანას შორის პრობლემას წარმოადგენს. დონალდ ტრამპის განმარტებით, ამ თემასთან დაკავშირებით ვაშინგტონი შესაძლო სანქციებსაც განიხილავს.

 

ამასთან, ამავე სამიტის ფარგლებში რეჯეფ ტაიპ ერდოღანსა და ვლადიმირ პუტინს შორის გამართული შეხვედრის დროს თურქეთის პრეზიდენტმა „S-400“-ის ტიპის სარაკეტო დანადგართან დაკავშირებით არსებული შეთანხმების სისრულეში მოყვანაზე სრული მზადყოფნა გამოაცხადა. ერდოღანის განმარტებით, თურქეთი რუსეთისგან კომპლექსის მიწოდებას ელის.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი