logo_geo
ჩვილის შვილად აყვანა, რომელიც პოლიეთილენის პარკში გახვეული იპოვეს, ასობით ოჯახს სურს
- +

29 ივნისი. 2019. 12:03

 

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში იმ ჩვილის შვილად აყვანა, რომელიც პოლიეთილენის პარკში გახვეული იპოვეს, ათასობით ოჯახს სურს. ამის შესახებ BBC წერს.

 

6 ივნისს ჯორჯიაში მოსახლეობამ ბავშვის ტირილის ხმა გაიგონა და პოლიცია გამოიძახა. ადგილზე მისულებს კი პოლიეთილენის პარკში გახვეული ახალშობილი დაუხვდათ. ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს და სრულიად ჯანმრთელია.

 

ბავშვის გადარჩენას სასწაული უწოდეს აშშ-ში. უცნობია, ვინ არიან პატარა ინდიას მშობლები. გოგონას შვილად აყვანის სურვილი ასობით ოჯახმა გამოთქვა.

 

ახლა სოციალური სამსახური შესაფერის ოჯახს არჩევს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი