logo_geo
მეგანი და ჰარი ბავშვისთვის ძიძას სამხრეთ აფრიკაში ეძებენ
- +

29 ივნისი. 2019. 12:47

 

 

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი ბავშვისთვის ახალ ძიძას სამხრეთ აფრიკაში ეძებენ.

 

„The Sun“-ის ცნობით, წყვილმა პრინცი არჩისთვის ახალი ძიძის ძებნა სამხრეთ აფრიკაში ტურნეს დროს დაიწყო. ძიძამ მშობლებს დახმარება უნდა აღმოუჩინოს. აქამდე მათ ორი ძიძა პირადი მიზეზებით შეცვალეს.

 

პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა პირველ შვილს სახელად არჩი დაარქვეს. ახალშობილის სრული სახელია არჩი ჰარისონ მაუნტბატენ-უინძორი.

 

პრინც ჰარის მეუღლემ მეგან მარკლმა ლონდონში პორტლენდის საავადმყოფოში იმშობიარა. წყვილს ვაჟი 6 მაისს შეეძინა. სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ არჩი საზოგადოებას 8 მაისს გააცნეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი