logo_geo
საფრანგეთში ხანძარია
- +

29 ივნისი. 2019. 18:37

 

 

საფრანგეთში ტყის ხანძარს ებრძვიან. ტყეს ცეცხლი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე გარის რეგიონში გაუჩნდა, სადაც გუშინ რეკორდულად მაღალი ტემპერატურა - 45,9 გრადუსი დაფიქსირდა.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ხანძარმა უკვე გადაწვა 600 ჰექტარი ფართობის მიწა და გაანადგურა რამდენიმე სახლი და სატრანსპორტო საშუალება.

 

ადგილზე 700-ზე მეტი მეხანძრე და 10 ვერტმფრენია მობილიზებული. ხანძრის გამო ზოგიერთი გზა გადაკეტილია, ასევე გავრცელდა ინფორმაცია დაზარალებული მეხანძრეების შესახებ, თუმცა როგორც ცნობილია, მათ სერიოზული დაზიანებები არ მიუღიათ.

 

საფრანგეთის სამხრეთ რეგიონებში ტემპერატურის კლებას ელიან, თუმცა პროგნოზის თანახმად, ტემპერატურა კვლავ 40 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება.

 

 

big_banner
არქივი