logo_geo
დონალდ ტრამპი: ამერიკული კომპანიები შეძლებენ თავიანთი აღჭურვილობის „Huawei“-სთვის მიყიდვას
- +

29 ივნისი. 2019. 18:44

 

 

„ამერიკული კომპანიები შეძლებენ თავიანთი აღჭურვილობის ჩინური კომპანია „Huawei“-სთვის მიყიდვას, თუკი ასეთი გარიგებები საფრთხეს არ შეუქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან, ოსაკაში, „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

ტრამპის თქმით, შეზღუდვების დაწესების შემდეგ, კომპანია „Huawei“-სთან ვაჭრობა მხოლოდ ზოგიერთ კომპანიას შეეძლო, ხოლო ის კომპანიები, რომლებსაც ამის უფლება არ ჰქონდათ, უკმაყოფილოები იყვნენ.

 

„ჩვენი კომპანიები ძალიან გაბრაზდნენ. ეს კარგი კომპანიებია, თქვენ ისინი იცით“, – განაცხადა ტრამპმა და დაამატა, რომ ამიერიდან მათ ექნებათ ჩინურ კომპანიასთან ვაჭრობის უფლება.

 

აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ, კომპანია „Huawei“ შავ სიაში მაისში შეიყვანა. ამგვარად, მასთან სავაჭროდ, კომპანიებს სპეციალური ნებართვა სჭირდებოდათ. მოგვიანებით, „Huawei“-ს მისცეს ლიცენზია, რომლის მეშვეობითაც, მას აშშ-ის კონტრაგენტებისგან შეეძლო შეეძინა აღჭურვილობა, რომლის მეშვეობითაც მხარდაჭერა ექნებოდა მის პლატფორმაზე უკვე არსებული ქსელებისთვის.

 

 

big_banner
არქივი