logo_geo
მადუროს სამხედრო ოფიცრის წამებით მკვლელობაში ადანაშაულებენ
- +

1 ივლისი. 2019. 10:45

 

ვენესუელაში სამხედრო-საზღვაო ძალების კაპიტანი რაფაელ აკოსტა მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

ოპოზიცია სამხედრო ოფიცრის წამებით მკვლელობაში ნიკოლას მადუროს რეჟიმს ადანაშაულებს. ხუან გუაიდოს განცხადებით, მადუროს რეჟიმი ოფიციალურ პირებს იტაცებს და წამებით კლავს.

 

მანამდე მადურომ განაცხადა, რომ ოპოზიცია და უცხოელი პოლიტიკური ლიდერები, სამხედრო ოფიცრების დახმარებით მისი მთავრობის ჩამოგდებას გეგმავენ.

 

ვენესუელის გენერალურმა პროკურატურამ „30 აპრილს მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით“ 17 ადამიანს ბრალი წაუყენა.

 

ვენესუელაში ვითარება განსაკუთრებით იანვარში დაიძაბა, როდესაც აშშ-ის მხარდაჭერილმა ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.

 

გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა. მადუროს ხელისუფლების პირობებში ვენესუელამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად ცნო.

 

მიმდინარე წლის აპრილში გუაიდოს მხარი სამხედროების ჯგუფმა დაუჭირა, რის შემდეგაც ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები განახლდა. პოლიციასთან შეტაკებების შედეგად დაიღუპა 5 და დაშავდა ასობით ადამიანი.

 

ვენესუელის კრიზისის შესახებ ვრცელ სტატიას შეგიძლიათ ამ ბმულზე გაეცნოთ.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი