BBC-ის ცნობით ავსტრიაში 25 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც ცდილობდა ნაცისტური გერმანიის ლიდერს, ადოლფ ჰიტლერს დამსგავსებოდა.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც საკუთარ თავს ჰარალდ ჰიტლერს უწოდებდა, ქალაქ ბრაუნაუ-ამ-ინში, ჰიტლერის სახლთან ფოტოებს იღებდა.
ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელმა BBC-ს აცნობა, რომ დაკავებული მამაკაცი ცოტა ხნის წინ გერმანიის საზღვარზე მდებარე ქალაქში გადაიყვანეს. მანამდე ის ვენაში და გრაცში იმყოფებოდა.
ნაცისტური იდეების გავრცელება ავსტრიაში სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება.