logo_geo
ჰონგ-კონგში, დემონსტრანტები და პოლიციელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
- +

1 ივლისი. 2019. 11:11

 

 

ჰონგ-კონგში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. აქციაზე ბრიტანეთის მმართველობიდან ჩინეთის დაქვემდებარებაში გადასვლიდან 22 წლისთავი გააპროტესტეს. ამის შესახებ BBC წერს.

 

ჰონგ-კონგის მმართველმა კერი ლამმა დროშის აღმართვის ცერემონია ჩაატარა, მაშინ როდესაც პოლიციამ ცრემლმდენი გაზის მეშვეობით დაშალა მომიტინგეები.

 

ქვეყანაში რამდენიმე კვირაა აქციები არ წყდება. ყველაფერი კი ახალი კანონპროექტის მომზადებით დაიწყო. ჩინეთში ექსტრადირების შესახებ კანონპროექტის თანახმად  დაკავებულ პირს განაჩენს ჩინეთის სასამართლო გამოუტანდა, რასაც ჰონგკონგელების დიდი ნაწილი არ ეთანხმება. მთავრობა დათმობაზე წავიდა და განხილვა შეაჩერა. ამის მიუხედავად, პროტესტი არ წყდება.

 

ჰონგ-კონგს დიდი ბრიტანეთის კოლონიის სტატუსი 1997 წელს ჩამოერთვა და ჩინეთის შემადგენლობაში იმ პირობით შევიდა, რომ ფართო ავტონომია ექნებოდა, გარდა თავდაცვითი და საგარეო საკითხებისა, ის დამოუკიდებლად მიიღებდა გადაწყვეტილებებს.

 

მაშინდელი ლიდერები საზოგადოებას დაჰპირდნენ, რომ ჰონგ-კონგი, მაკაო და შეერთების შემთხვევაში ტაივანი, შეინარჩუნებდა პრინციპს - „ერთი ქვეყანა, ორი სისტემა.“

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი