logo_geo
ჩინეთში, ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 2 ადამიანი
- +

1 ივლისი. 2019. 11:13

 

 

აფეთქების შედეგად, რომელიც ჩინეთის ქალაქ ბენბუში მოხდა, ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაშავებულია კიდევ 9.

 

ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აფეთქება, ადგილობრივი დროით 18:00 საათზე მოხდა, როდესაც მუშები ცდილობდნენ, რეზერვუარიდან თავიანთი თანამშრომელი გამოეყვანათ. იგი რეზერვუარს წმენდდა, რომელსაც სარემონტო სამუშაოები უტარდებოდა და შიგნიდან დაბლოკილი აღმოჩნდა.

 

აფეთქების შედეგად ეს პირი დაიღუპა, აგრეთვე კიდევ ერთი მეხანძრე. დაშავებულია 9 მაშველი, რომლებიც ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ქარხანაში კი მომხდარის შესახებ გამოძიება დაიწყო.

 

 

big_banner
არქივი