logo_geo
ქაბულში აფეთქების შედეგად სულ მცირე 34 ადამიანი დაიღუპა
- +

1 ივლისი. 2019. 11:13

 

 

ქაბულში აფეთქების შედეგად სულ მცირე 34 ადამიანი დაიღუპა, 68 დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოშია მოთავსებული.

 

ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

 

ქაბულში, ე. წ. დიპლომატიურ კვარტალში აფეთქება გამთენიისას მოხდა

 

 

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, აფეთქების შემდეგ ორმხრივი სროლა გაიმართა. აფეთქების ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული.

 

 თვითმხილველების თქმით, შემთხვევის ადგილზე აფეთქების გარდა, სროლის ხმაც ისმოდა.

 

 

დამატებითი დეტალები უცნობია.

 

 

big_banner
არქივი