logo_geo
ავღანეთში მომხდარი ტერაქტის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან
- +

1 ივლისი. 2019. 12:29

 

 

ავღანეთის დედაქალაქში მომხდარი ტერაქტის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

 

მათი ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაჭრილებს შორის არც ერთი არ არის საქართველოს მოქალაქე.

 

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, დიპლომატიურ რაიონში, თავდაცვის სამინისტროს მახლობლად სატვირთო ავტომობილი აფეთქდა. დაჭრილია ათობით ადამიანი. ტერაქტზე ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას პასუხისმგებლობა არ აუღია. აღნიშნულ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი