logo_geo
სერგეი ლავროვი: რუსეთი საერთაშორისო ურთიერთობაში შანტაჟის, ზეწოლის ფორმას, სავაჭრო ომებს უარყოფს
- +

1 ივლისი. 2019. 14:38

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, საერთაშორისო ურთიერთობებში რუსეთი შანტაჟის და ზეწოლის ნებისმიერ ფორმებს უარყოფს, მათ შორის ცალმხრივ სანქციებს და სავაჭრო ომებს.

 

ამის შესახებ ლავროვმა „პარლამენტარიზმის განვითარების“ საერთაშორისო ფორუმის გახსნაზე განაცხადა.

 

„დაუშვებელია მთავრობის შეცვლის მცდელობა დამოუკიდებელი პოლიტიკის გამო, დაუშვებელია სახელმწიფო გადატრიალების მხარდაჭერა და ორგანიზების მცდელობა. აღნიშნულს გმობს გაერო-ს გენერალური ასამბლეის უამრავი რეზოლუცია, რომელსაც მხარს წევრი ქვეყნების უმრავლესობა უჭერს. რასაკვირველია, ჩვენ უარვყოფთ შანტაჟის და ზეწოლის ნებისმიერ ფორმას, მათ შორის ცალმხრივ სანქციებს და სავაჭრო ომებს“,-განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

ლავროვის თქმით, რუსეთი პროგნოზირებადობის ზრდაშია დაინტერესებული, ისეთი დღის წესრიგის ჩამოყალიბებაში, რომელიც „მოსახლეობის მშვიდობიან, უსაფრთხო მომავალს უზრუნველყოფდა“.

 

„ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსებმა გეოპოლიტიკური საეჭვო  დივიდენდების მიღების სურვილს, საკუთარი მოქალაქეების ინტერესები არ შესწირონ“, - აღნიშნა ლავროვმა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი