logo_geo
„Bellingcat“: სკრიპალებზე თავდასხმას კოორდინირებას რუსეთის დაზვერვის ოფიცერი უწევდა
- +

1 ივლისი. 2019. 15:05

„სკრიპალებზე თავდასხმას კოორდინირებას ლონდონიდან რუსეთის დაზვერვის ოფიცერი უწევდა“ - ამის შესახებ ინფორმაციას „Bellingcat“-ზე დაყრდნობით „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

 

დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფის განცხადებით, მათ მიაკვლიეს მტკიცებულებას, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვის მაღალი რანგის ოფიცერი ლონდონის ცენტრში მდებარე სასტუმროდან გასცემდა ბრძანებებს. ასევე მოიპოვეს ოქმები სატელეფონო მონაცემებით, რომელშიც ჩანს, რომ ეს ადამიანი რუსეთის სამხედრო დაზვერვის აქტიური ოფიცერი დენის სერგეევია. სერგეევს რუსეთის სამხედრო დაზვერვის გენერალ-მაიორის წოდება აქვს.

 

რუსეთის „გრუ“-ს ყოფილი თანამშრომელი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში ნერვული აგენტი „ნოვიჩოკით“ 2018 წლის 4 მარტს მოწამლეს. ამ ფაქტს თანამედროვე პოლიტიკის ისტორიაში ყველაზე დიდი  დიპლომატიური  დაპირისპირება მოჰყვა.

 

2018 წლის 5 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის პროკურატურამ და სკოტლენდ იარდმა სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის მოწამვლაში ეჭვმიტანილების ვინაობა დაასახელა. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ტერეზა მეის განცხადებით, ისინი რუსეთის სამხედრო დაზვერვაში მუშაობენ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი