logo_geo
ეგვიპტეში ათობით მუმია აღმოაჩინეს
- +

1 ივლისი. 2019. 18:10

 

 

პოლონელმა არქეოლოგებმა ქაიროსთან ახლოს ათობით მუმია აღმოაჩინეს. ამის შესახებ „Science in Poland“ წერს.

 

სპეციალისტების თქმით, ისინი გათხრებს ჯოსერის პირამიდასთან ახლოს ატარებდნენ, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უძველეს სამარხად მიიჩნევა. პოლონური ჯგუფი აქ სამუშაოებს უკვე მრავალი წელია ატარებს.

 

მეცნიერების განმარტებით, მუმიების ასაკი დაახლოებით 2 000 წელია. მათი უმრავლესობა პირდაპირ ამოთხრილ ორმოში დაკრძალეს და მათ ბალზამირების მხოლოდ საწყისი პროცედურები ჩაუტარდათ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი