logo_geo
დემონსტრანტები პარლამენტში შეიჭრნენ - რა ხდება ჰონგ-კონგში
- +

1 ივლისი. 2019. 23:17

 

 

BBC-ის ინფორმაციით, ჰონგ კონგში პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის აქციები დაპირისპირებაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც ასეულობით ადამიანი  უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. შენობაში არსებული ინვენტარი დამტვრეულია, პოლიტიკოსების სურათები კედლებიდან ჩამოყარეს, ჰონგ-კონგის ლოგოს გადააკრეს ბრიტანეთის ყოფილი კოლონიალური დროშის აღმნიშვნელი პლაკატი. აღნიშნული ფაქტის შემდეგ, პოლიციამ ცრემლსადენი ყუმბარები ისროლა შენობაში დემონსტრანტთა მიმართულებით, რის შემდეგაც მათი გარკვეული ნაწილი გამოვიდა შენობიდან, თუმცა ადგილზე ამ დრომდე რჩებიან აქციის მონაწილეები და მიმდინარეობს დაპირისპირება მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის.

 

ათეულობით ათასი მომიტინგე გამოვიდა დღეს ქალაქში, რომლებმაც გააპროტესტეს ჰონგ-კონგის ხელისუფლების პოლიტიკა და ბრიტანეთის მიერ ჰონგ-კონგის ჩინეთისთვის გადაცემის 22 წლისთავი აღნიშნეს.

 

 

big_banner
არქივი