logo_geo
არგენტინაში, ავტოსაგზაო შემთხვევას სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა
- +

2 ივლისი. 2019. 10:42

 

არგენტინაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არანაკლებ 13 ადამიანი დაიღუპა, 40 კი დაშავდა. ამის შესახებ Republic წერს.

 

ავარია ტუკუმანის პროვინციაშია მოხდა. გავრცელებული ცნობით, სამგზავრო ავტობუსი მოსახვევში ამოტრიალდა. ავარიის დროს ძლიერი ნისლი იყო. წინასწარი ვერსიით, ცუდი ხილვადობის გამო მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. 

 

ავტობუსის მგზავრებს შორის ძირითადად პენსიონერები იმყოფებოდნენ, რომლებიც თერმული წყლებით განთქმულ საკურორტო ქალაქში მიემგზავრებოდნენ. პროკურატურის მოთხოვნით, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ავტობუსის მძღოლი და მისი თანაშემწე დააკავეს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი