logo_geo
ჩეხეთმა ორ რუსულ ავიაკომპანიას ფრენები შეუჩერა
- +

2 ივლისი. 2019. 10:42

ჩეხეთის ავიაციის სააგენტომ რუსულ ავიაკომპანიებს „აეროფლოტს“ და  „ურალის ავიახაზებს“ ფრენის უფლება შეუჩერა.

 

რუსული მედიის ცნობით, ორ რუსულ ავიაკომპანიას პრაღის მიმართულებით ფრენების განხორციელება 2 ივლისიდან შეუჩერდა. პოლონეთის ხელისუფლებამ ასევე 3 ივლისიდან ფრენის უფლება კარლოვი-ვარის მიმართულებით,  „აეროფლოტის“ შვილობილ „პობედას“ შეუჩერა.

 

ავიაკომპანიები აცხადებენ, რომ  აღნიშნულ მიმართულებებზე ფრენებს სხვა კომპანიები შეასრულებენ და მგზავრებს ბილეთებს გადაუცვლიან. ცნობისთვის, პირდაპირ ფრენებს მოსკოვიდან პრაღის მიმართულებით, რუსული კომპანიებიდან მხოლოდ „შერემეტევოს“ აეროპორტიდან „აეროფლოტი“, ხოლო „ჟუკოვსკიდან“ „ურალის ავიახაზები“ ასრულებს. „შერემეტევოდან“ დღის განმავლობაში ორჯერ პრაღის მიმართულებით Chezh Airlines-ი დაფრინავს.

 

რუსული მედიის ცნობით, თუ რატომ შეუჩერა ჩეხეთის ხელისუფლებამ რუსულ ავიაკომპანიებს პრაღის და კარლოვი-ვარის მიმართულებით პირდაპირი ფრენების შესრულება, ამ დრომდე უცნობია.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი