logo_geo
მსოფლიოში 5 წელში 32 ათასი მიგრანტი დაიღუპა
- +

2 ივლისი. 2019. 11:04

 

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) თანახმად, 2014-2018 წლებში 32 ათასზე მეტი მიგრანტი დაიღუპა ან დაკარგულად მიიჩნევა.

 

აღსანიშნავია, რომ დაღუპულთა უმრავლესობა სამხრეთ აფრიკის ქვეყნებიდანაა. ისინი ევროპაში ჩასვლას ხმელთაშუა ზღვის გავლით ცდილობენ.

 

როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეგროვებული მონაცემები  პრობლემის მასშტაბს სრულად ვერ ასახავს, რადგან მიგრანტთა დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ხშირად არ ვრცელდება და მათ ცხედრებსაც ვერ პოულობენ.

 

ორგანიზაციის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ამ ხნის განმავლობაში ხმელთაშუა ზღვისპირეთში 18 ათასი ადამიანი დაიღუპა, თუმცა ცხედრების 2/3 ვერ იპოვეს.

 

ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ მომავალში მსოფლიოში კლიმატის ცვლილებისა და ურბანიზაციის გამო, შესაძლოა მიგრანტების რიცხვი გაიზარდოს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი