პანამის ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ლაურენტინო კორტისომ ეს პოსტი 5 წლით დაიკავა. ამის შესახებ CBC წერს.
66 წლის პოლიტიკოსმა 2 კვირის წინ გამართულ არჩევნებში გაიმარჯვა. ის ოპოზიციური „რევოლუციურ-დემოკრატიული პარტიის“ წევრია.
წარსულში კორტისო სოფლის მეურნეობის მინისტრი და აგრეთვე ქვეყნის ნაციონალური ასამბლეის თავჯდომარე იყო.