logo_geo
ავღანეთში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 34-მდე გაიზარდა
- +

2 ივლისი. 2019. 11:30

 

ქაბულში მომხდარი ტერაქტის შედეგად მინიმუმ 34 ადამიანია დაღუპული. ამის შესახებ ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას.

 

დაშავებულია 100 ადამიანი, საიდანაც დაახლოებით 50 სკოლის მოსწავლე და სტუდენტია. აფეთქების შედეგად აგრეთვე დაშავდნენ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები. თავიდან ინფორმაცია ვრცელდებოდა 10 გარდაცვლილის შესახებ.

 

აფეთქება ქაბულში, თავდაცვის სამინისტროსთან მოხდა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აფეთქდა მიკროავტობუსი, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ალიბანმა“ აიღო. ქვეყნის შსს-მა 5 თავდამსხმელის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი