logo_geo
Facebook-ის ოფისიდან ევაკუაცია განხორციელდა
- +

2 ივლისი. 2019. 11:31

 

აშშ-ში, Facebook-ის ოფისის 4 შენობიდან ევაკუაცია განხორციელდა. გარდა ამისა, 2 ადამიანია ნერვულ აგენტ ზარინთან შესაძლო კონტაქტის გამო პროფილაქტიკის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

როგორც „Deutsche Well“e წერს, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სილიკონის ველში მდებარე კომპანიის საფოსტო განყოფილებამ ტოქსიკური ნივთიერების შემცველი ამანათი მიიღო. სახანძრო სამსახურის ცნობით, Facebook ყველა შემოსულ ამანათს ამოწმებს.

 

ზარინი ძლიერი ტოქსიკური ნივთიერებაა, რომელიც ნერვულ სისტემას ანადგურებს და მას ქიმიურ იარაღად იყენებენ.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი