logo_geo
„სამსუნგი“ ახალ ფლაგმანს 7 აგვისტოს წარადგენს
- +

2 ივლისი. 2019. 13:14

 

„Samsung“ „Galaxy Note 10“-ს რამდენიმე კვირაში წარადგენს. ახალი ფლაგმანის პრეზენტაცია 7 აგვისტოს, თბილისის დროით ღამის 12 საათზე გაიმართება. ამის შესახებ „The Verge“ წერს.

 

ღონისძიება „Barclay“-ს ცენტრში, ბრუკლინში გაიმართება. უკვე გავრცელდა ინფორმაცია დამაინტრიგებელი ახალი სელფი კამერის შესაძლებლობებისა და S Pen-ის შესახებ.

 

ვრცელდება ჭორები იმის შესახებაც, რომ სამხრეთკორეული კომპანია „Note 10“-ის ორ ვარიანტს გამოუშვებს, რომლის ზომაც წინასწარი ინფორმაციით, 6.28 და 6.75 ინჩი იქნება.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი