logo_geo
ჩინეთმა ჰონგკონგელი აქტივისტები კანონის უზენაესობის „ფეხქვეშ გათელვაში“ დაადანაშაულა
- +

2 ივლისი. 2019. 15:48

 

ჩინეთის ხელისუფლებამ ჰონგ-კონგის ქუჩებში გამოსული აქტივისტები „არაკანონიერ ქმედებებში“, კონკრეტულად კი კანონის უზენაესობის „ფეხქვეშ გათელვაში“ დაადანაშაულა. მიზეზი საკანონმდებლო ორგანოში შეჭრაა. ამის შესახებ BBC წერს.

 

1 ივლისს აქტივისტები საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შეიჭრნენ. აქციის ათობით მონაწილემ შენობის ფასადი დააზიანა და პოლიციის კორდონის გარღვევის შემდეგ შენობაში შევიდა. მოგვიანებით პოლიციამ პარლამენტი აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლა, რის შემდეგაც დაპირისპირებამ ქუჩაში გადაინაცვლა.

 

ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები უკვე 3 კვირაა გრძელდება. ყველაფერი კი ახალი კანონპროექტის მომზადებით დაიწყო. ჩინეთში ექსტრადირების შესახებ კანონპროექტის თანახმად  დაკავებულ პირს განაჩენს ჩინეთის სასამართლო გამოუტანდა, რასაც ჰონგკონგელების დიდი ნაწილი არ ეთანხმება. მთავრობა დათმობაზე წავიდა და განხილვა შეაჩერა. ამის მიუხედავად, პროტესტი არ წყდება.

 

ჰონგ-კონგს დიდი ბრიტანეთის კოლონიის სტატუსი 1997 წელს ჩამოერთვა და ჩინეთის შემადგენლობაში იმ პირობით შევიდა, რომ ფართო ავტონომია ექნებოდა, გარდა თავდაცვითი და საგარეო საკითხებისა, ის დამოუკიდებლად მიიღებდა გადაწყვეტილებებს.

 

მაშინდელი ლიდერები საზოგადოებას დაჰპირდნენ, რომ ჰონგ-კონგი, მაკაო და შეერთების შემთხვევაში ტაივანი, შეინარჩუნებდნენ პრინციპს - „ერთი ქვეყანა, ორი სისტემა“.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი