logo_geo
ნიგერიაში ბენზინმზიდი აალდა - დაიღუპა 50-ზე მეტი ადამიანი, 70 კი - დაშავდა
- +

2 ივლისი. 2019. 16:35

 

ნიგერიაში ნავთობპროდუქტებით სავსე ავტოცისტერნა ამოტრიალდა. როგორც ნიგერიული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, შემთხვევა ბენუეს შტატში, ერთ-ერთი სოფლის მახლობლად მოხდა.

 

ავარიის შემდეგ ავტომობილთან ცისტერნაში არსებული საწვავის წასაღებად ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა. როდესაც მაროდიორები საწვავს საკუთარ კანისტრებში ასხამდნენ, მას ცეცხლი გაუჩნდა და მოეკიდა ავტობუსსაც, რომელმაც ამოტრიალებულ ბენზინმზიდს ჩაუარა.

 

ბოლო ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვმა 50-ს გადააჭარბა, კიდევ 70-მა სხვადასხვა სიმძიმის დამწვრობა მიიღო.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი