logo_geo
ინდოეთში, ძლიერი წვიმის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა
- +

2 ივლისი. 2019. 17:25

 

ინდოეთში, ძლიერი წვიმის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა. ქვეყანაში ახლა წვიმის სეზონია, რომელიც ივნისში იწყება და სექტემბრამდე გრძელდება.

 

ყველაზე რთული მდგომარეობა მუმბაიშია, სადაც მუსონური წვიმის შედეგად კედელი ჩამოინგრა, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 27 ადამიანი. წვიმამ დააზიანა სარკინიგზო ხაზიც, შეწყვეტილია ავიამიმოსვლაც. მუმბაიში დახურულია სკოლები და ოფისები.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი