logo_geo
მედიამ დუბაის მმართველის გაქცეული ცოლის ადგილსამყოფელი დაადგინა
- +

2 ივლისი. 2019. 17:28

 

მედიამ დუბაის მმართველის გაქცეული ცოლის ადგილსამყოფელი დაადგინა. ბრიტანული გამოცემა „Times“-ის ინფორმაციით, დუბაის მმართველის მოჰამედ ბინ რაშიდის ცოლი პრინცესა ჰაია შესაძლოა ლონდონში იმყოფებოდეს.

 

გამოცემის ინფორმაციით, არაა გამორიცხული, 45 წლის პრინცესა კენსინგტონის სასახლის მახლობლად მდებარე, 85 მილიონ გირვანქად შეფასებულ სახლში ცხოვრობდეს. „Times“-ის მტკიცებით, ეს სახლი პრინცესამ მეუღლისგან მალულად 2017 წელს შეიძინა.

 

ინფორმაცია პრინცესა ჰაიას გაქცევის და $40 მილიონის გატაცების შესახებ 29 ივნისს გავრცელდა. „The Sun“-ის ცნობით, პრინცესა 2019 წლის თებერვალში გაუჩინარდა, თუმცა ოფიციალურად ეს მედიისთვის ახლა გახდა ცნობილი.  

 

სავარაუდოდ, პრინცესა შვილებთან, 11 წლის გოგოსთან და ბიჭთან ერთად იმალება, ფული კი ახალი ცხოვრების უზრუნველსაყოფად დახარჯა.

 

მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი 1949 წელს დაიბადა. ის არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრი და ვიცე-პრეზიდენტი ასევე დუბაის საამიროს მმართველია. აღნიშნული თანამდებობები მან 2006 წლის 4 იანვარს უფროსი ძმის მაკტუმ ბინ რაშიდ ალ მაკტუმის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით მიიღო.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი