logo_geo
შარჯას საამიროს პრინცი გარდაცვლილი იპოვეს
- +

3 ივლისი. 2019. 11:50

 

 

შეიხი ხალიდ ბინ სულთან ალ კასიმი - შარჯას საამიროს მმართველის ვაჟი ლონდონში გარდაცვლილი იპოვეს. ის 39 წლის იყო. ამის შესახებ BBC წერს.

 

როგორც ლონდონის პოლიციაში აცხადებენ, გარდაცვალების მიზეზი უცნობია. საამიროების მმართველის შვილი მოდის ინდუსტრიაში დიზაინერად მუშაობდა. 2008 წელს დააარსა მოდური ბრედნი „Qasimi“.

 

„The Sun“-ის ინფორმაციით, პრინცი გარდაცვლილი აღმოაჩინეს სააბაზანოში, მის გარშემო შპრიცები ეყარა, ხელზე კი ჰალსტუხი ჰქონდა შემოხვეული.

 

მომხდარის გამო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა.

 

 

 

big_banner
არქივი