logo_geo
ერაყში უძველესი ქალაქის ნანგრევები აღმოაჩინეს
- +

3 ივლისი. 2019. 17:47

 

 

არქეოლოგებმა ერაყის ქალაქ მოსულთან უძველესი ქალაქის ნანგრევები აღმოაჩინეს, რომელიც აქამდე წყალსაცავის წყლებით იყო დატბორილი. ის მითანის სამეფოს დროს დაარსდა, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე XVII-XIII საუკუნეებში არსებობდა. ამის შესახებ „Live Science“ წერს.

 

ამ ტერიტორიაზე წყლის დონემ ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწია, თუმცა არქეოლოგებმა გათხრების დაწყება მაშინვე ვერ დაიწყეს. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ სპეციალისტებმა აღმოაჩინეს ქალაქი სასახლეებით და კედლებით.

 

მეცნიერების თქმით, ქალაქის აღმოჩენას დიდი მნიშვნელობა აქვს მითანის ისტორიის აღდგენისთვის.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი