თურქმა მესაზღვრეებმა ორი რუსი ქალი დააკავეს, რომლებიც „ინტერპოლის“ მიერ იყვნენ ძებნილნი. ისინი ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში არიან ეჭვმიტანილები. ინფორმაციას სააგენტო „Anadolu“ ავრცელებს.
ქალები, ცხრა ბავშვთან ერთად თურქეთისა და სირიის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას შეეცადნენ. მათ პოლიციელებს განუცხადეს, რომ მათი ქმარი სირიაში დაიღუპა, ხოლო ისინი თურქეთში დაბრუნებას ცდილობდნენ.
ანკარაში რუსეთის საელჩო თურქეთის ხელისუფლებას სთხოვს, რუსეთის მოქალაქეების დაკავების შესახებ ინფორმაცია გადასცეს.
„საელჩო გარემოებების გასარკვევად ყველა ძალისხმევას იყენებს და თურქეთის ხელისუფლებისგან დამატებით ინფორმაციას მოითხოვს“, - იტყობინება დიპლომატიური სამსახური „Facebook“-ზე.