logo_geo
ბაბილონი „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანეს
- +

6 ივლისი. 2019. 12:42

 

ერაყში მდებარე უძველესი ქალაქი ბაბილონი „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანეს. აღნიშნული ქალაქი ცნობილია დაკიდული ბაღებით, რომელიც მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთი იყო. ბაბილონის ტერიტორია ბოლო ათწლეულების განმავლობაში მცირედით დაზიანდა. ამის მიზეზი თავდაპირველად ერაყის ყოფილი პრეზიდენტის სადამ ჰუსეინის სასახლის მშენებლობა და მოგვიანებით ამ ტერიტორიის ამერიკული ბაზისთვის გამოყენება გახდა.

 

ბაბილონი 4000 წლის წინ დაარსებული ქალაქია. ბაბილონის გარდა, გაერო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა კომიტეტის ბოლო შეხვედრაზე, სიაში კიდევ რამდენიმე ადგილი შეიტანეს, მათ შორის ისლანდიაში მდებარე ვატნაიოკიუდლის ეროვნული პარკი და ალბანეთის ოჰრიდის რეგიონი.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი