logo_geo
საბერძნეთის კუნძულ ევბეაზე ერთდროულად ოთხ ტყის ხანძარს ებრძვიან
- +

6 ივლისი. 2019. 15:18

 

საბერძნეთის კუნძულ ევბეაზე ერთდროულად ოთხ ტყის ხანძარს ებრძვიან.

 

სტიქიის გამო ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა.

 

როგორც საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ იუწყება, პირველი ხანძარი 4 ივლისს გაჩნდა, რამაც ტყის მნიშვნელოვანი ნაწილის განადგურება გამოიწვია. ამავე დღეს კუნძულზე კიდევ სამ ადგილას გაჩნდა ხანძარი.

 

მასშტაბურ ხანძარს ერთდროულად 300-მდე მეხანძრე ებრძვის. თუმცა სტიქიის ლოკალიზებას ხელს მაღალი ტემპერატურა უშლის.

 

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით 64 წლის მამაკაცი დააკავა. მან საკუთარ მიწაზე ბალახს ცეცხლი მოუკიდა. გამოძიება ვარაუდობს, რომ ამან შესაძლოა, ტყის ხანძრის პროვოცირება გამოიწვია.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი