logo_geo
ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მასშტაბური ოპერაცია დაიწყო
- +

7 ივლისი. 2019. 18:50

 

ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მასშტაბური ოპერაცია დაიწყო. Deutsche Welle-ს ინფორმაციით, სამხედრო მოქმედებები სირიის საზღვრიდან სალაჰ-ედ-დინისა და ანბარის პროვინციებში მიმდინარეობს.

 

Deutsche Welle-ს  ინფორმაციით სამხედრო მოქმედებები რამდენიმე დღე გაგრძელდება. მასშტაბური ოპერაციის მიზანია სირიის საზღვართან რეგიონების ტერორისტებისაგან გაწმენდა. 2017 წლის დეკემბერში ოფიციალურმა ბაღდადმა ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვების შესახებ განაცხადა, თუმცა ამ რეგიონებში ტერაქტები მაინც ხშირად ხდება.

 

ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურ სახელმწიფომ“ სირიასა და ერაყში ტერიტორიების დიდი ნაწილი 2014-2015 წლებში დაიკავა. მათმა ძლევამოსილებამ პიკს 2014 წელს მიაღწია. ამის შემდეგ რადიკალების წინააღმდეგ საერთაშორისო ანტიტერორისტულმა კოალიციამ მასშტაბური ოპერაცია დაიწყო.

 

„ისლამურმა სახელმწიფომ“ უკანასკნელი კონტროლირებადი ტერიტორია სირიაში არსებული დასახლება ბაღუზი 2019 წლის მარტში დაკარგა.

 

ისლამური სახელმწიფო აღარ არსებობს. ტერორისტები საბოლოოდ დამარცხდნენ? ვრცლად წაიკითხეთ ამ ბმულზე.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი