logo_geo
ჩინეთში არქეოლოგებმა უცნაური ფორმის თავის ქალა აღმოაჩინეს
- +

7 ივლისი. 2019. 20:19

 

 

ჩინეთში, პროვინცია ცზილინში არქეოლოგებმა უცნაური ფორმის თავის ქალა აღმოაჩინეს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თავის ქალას ასაკი 5 000 ათასი წელია, წერს techcult.

 

გამოცემის ცნობით, სახეზეა გამოკვეთილი დეფორმაცია, რამაც შესაძლოა თავის ქალის  ფორმის ცვლილებების შესახებ აქამდე არსებული მოსაზრებები გააბათილოს.

 

მეცნიერები ამბობენ, რომ ეს მოვლენა გავრცელებული იყო მსოფლიოში, თუმცა თავის ქალის დეფორმაცია მხოლოდ რჩეულებს ჰქონდათ. აქამდე ავსტრალიაში ნაპოვნი იყო 13 000 წლის დეფორმირებული თავის ქალა.

 

მეცნიერები ამბობენ, რომ ახალი აღმოჩენა მათ უბიძგებს იმისკენ, რომ დაამტკიცონ ვარაუდი, რომ თავის ქალის დეფორმაცია სხვადასხვა ცივილიზაციებში სპეციალურად ხდებოდა, რასაც წეს-ჩვეულების ხასიათი ჰქონდა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი