logo_geo
ესპანეთში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია
- +

9 ივლისი. 2019. 15:07

 

 

ესპანეთის ჩრდილოეთ რეგიონებში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სტიქიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

ძლიერი წვიმის გამო ქვეყნის რამდენიმე რეგიონში მთავარი მაგისტრალებია გადაკეტილი. ქალაქ ტაფალაში ძლიერი წვიმის გამო ორი მდინარე ადიდდა. შეფერხებით მუშაობს რკინიგზა.

 

სოციალური ქსელების საშუალებით მოსახლეობა მობილურით გადაღებულ ვიდეომასალას ავრცელებს, სადაც ჩანს, როგორ მიაქვს წყალს ავტომობილები.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი