logo_geo
ვლადიმირ ჟირინოვსკი: რუსეთის მეფე საქართველოში უკვე ჯარს გაგზავნიდა, ბრეჟნევიც
- +

9 ივლისი. 2019. 17:08

 

 

რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმირ ჟირინოვსკი აცხადებს, რომ სამხრეთ კავკასიაში საჭიროა წესრიგის დამყარება, რომ თბილისის თავზე კვლავ რუსული დროშა აფრიალდეს. ამის შესახებ ჟირინოვსკიმ დუმაში გამოსვლისას ისაუბრა, სადაც საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური ზომები განიხილებოდა.

 

ვლადიმირ ჟირინოვსკის თქმით, რუსეთის მეფე აქამდე საქართველოში ჯარს გაგზავნიდა.

 

„სად არის მსოფლიოში ერებს შორის მეგობრობა? დამისახელეთ ქვეყანა, სადაც პარლამენტის ფრაქციის ლიდერი საუბრობს ერებს შორის მეგობრობაზე? აშშ და მექსიკა? საფრანგეთი და გერმანია? ვინ ვის ემეგობრება? ჟურნალისტები, რა, საქართველოს ერი არ არის? ასე შეურაცხყოფით არავინ საუბრობდა რუს მეფეზე, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივანზე, მსოფლიოში არც ერთი ქვეყნის პრეზიდენტზე. რუსეთის მეფე იქ უკვე ჯარს გაგზავნიდა. ბრეჟნევიც ჯარს გაგზავნიდა. იქ ჯარი იდგა. კავკასიის სამხედრო ოლქი ყველაზე ძლიერი იყო მსოფლიოში, ის მზად იყო, მთელი ახლო აღმოსავლეთი გაეწმინდა, საქართველოში სიჩუმე იყო, ახლა კი სახეში გვირტყამენ. საჭირო ყველაზე მკაცრი სასტიკი ზომები და მთელ სამხრეთ კავკასიაში წესრიგის დამყარება. სწორედ მაშინ გაიმარჯვებს იქ რუსი, რომ კვლავ აფრიალდეს რუსული დროშა თბილისის თავზე და კიევის თავზეც. სხვაგვარად იქ პროფაშისტური რეჟიმები იქნება“, - განაცხადა ჟირინოვსკიმ.

 

ვლადიმირ ჟირინოვსკიმ ასევე განაცხადა, რომ რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა თბილისის სასტუმროდან თავი ძლივს გააღწია, თორემ აქამდე უკვე „დამარხული“ იქნებოდა.

 

„საქართველოში ანტირუსული განწყობებია ჩვენ კი სახეში გვირტყამენ. დეპუტატი ლამის მოგვიკლეს. ათასობით ადამიანი გაემართა სასტუმროსკენ, სადაც ისინი ცხოვრობდნენ. ძლივს გაიყვანეს, თორემ ერთი კვირის წინ უკვე დავმარხავდით. ეს ხომ დიდი სტრესია! რისთვის?“ - აღნიშნა ჟირინოვსკიმ.

 

ჟირინოვსკი ასევე მიიჩნევს, რომ ვლადიმირ პუტინის შეურაცხყოფის მიზეზი მოსახლეობაში მისდამი ნეგატიური განწყობის გამოწვევაა.

 

„შეურაცხყოფენ ჩვენს პრეზიდენტს, რომ მთელ ერში მისდამი უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვიონ, რომ ხალხმა თქვას, არ გვჭირდება ასეთი პრეზიდენტი“, -განაცხადა ჟირინოვსკიმ.

 

 

big_banner
არქივი