logo_geo
არგენტინის ექს-პრეზიდენტი ფერნანდო დე ლა რუა გარდაიცვალა
- +

9 ივლისი. 2019. 17:14

 

 

არგენტინის ყოფილი პრეზიდენტი ფერნანდო დე ლა რუა 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ „Washington Post“ წერს.

 

ყოფილი პოლიტიკოსი ბუენოს-აირესის კლინიკაში გულისა და ღვიძლის უკმარისობით გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

დე ლა რუა არგენტინას 1999-დან 2001 წლამდე მართავდა. პოსტი კი ეკონომიკური კრიზისის გამო დატოვა. მასობრივი საპროტესტო აქციების გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა, პოლიტიკოსი ქვეყნიდან გაიქცა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი