logo_geo
სუდანში სამხედრო გადატრიალების მცდელობა აღკვეთეს
- +

12 ივლისი. 2019. 11:07

 

სუდანის მმართველმა სამხედრო საბჭომ სამხედრო გადატრიალების მცდელობა აღკვეთა. გენერალ გამალ ომარის განცხადებით, დაკავებულია 16 მოქმედი და ყოფილი სამხედრო პირი. მიმდინარეობს დევნის ოპერაცია ამბოხებულთა ლიდერისა და სხვა მონაწილე პირების ასაყვანად.

 

სამხედრო საბჭო და პროდემოკრატიული კოალიცია ერთი კვირის წინ ერთობლივი სუვერენული საბჭოს შექმნაზე შეთანხმდა, რომელიც ქვეყანას მომდევნო სამი წლის განმავლობაში, გარდამავალ პერიოდში გაუძღვება, ვიდრე სუდანში არჩევნები გაიმართება. მხარეებს უთანხმოების დიპლომატიური გზით გადაჭრაში აშშ და არაბული მოკავშირეები დაეხმარნენ, რითაც დასრულდა რამდენიმეკვირიანი დაპირისპირება, რომელიც სამოქალაქო ომის წინაპირობას ქმნიდა.

 

სამხედრო მმართველობა სუდანში აპრილში დამყარდა, მას შემდეგ, რაც სამხედრო გადატრიალების შედეგად პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი განდევნეს. პროდემოკრატიული ძალები სამხედრო მმართველობის წინააღმდეგ გამოდიოდნენ და გარდამავალ პერიოდში, დროებითი მთავრობის დანიშვნას მოითხოვდნენ.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი