logo_geo
ჰავაის კუნძულებზე ტყის ხანძრის გამო, ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
- +

12 ივლისი. 2019. 12:13

 

ჰავაის კუნძულებზე ტყის ხანძრის გამო, ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

 

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ძლიერ სტიქიას ჰავაის კუნძულების სიდიდით მეორე კუნძულ მაოის ცენტრალურ ნაწილში ებრძვიან.

 

ხანძრის გამო, სტიქიის ზონაში საავტომობილო გზები დროებით დაიხურა.

 

მაოის მერმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ხანძარმა, რომელიც 11 ივლისს გაჩნდა, უკვე 1 200 ჰექტარზე მეტი გადაწვა. ამჟამად, სახანძრო სამსახურის თანამშრომლები სტიქიის ლოკალიზებისთვის იბრძვიან, თუმცა მეტეოროლოგიური პირობების გამო, ცეცხლის კონტროლის ქვეშ აყვანა რთულდება.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი