logo_geo
საფრანგეთი კოსმოსურ ჯარებს ქმნის
- +

14 ივლისი. 2019. 01:02

 

 

საფრანგეთი კოსმოსური ჯარების ეროვნულ სარდლობას ქმნის. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

 

„საფრანგეთის კოსმოსური პოტენციას განვითარებისა და განმტკიცების უზრუნველყოფის მიზნით სექტემბერში დიდი კოსმოსური სარდლობა შეიქმნება, რომელიც შემდეგ სამხედრო-საჰაერო კოსმოსურ ძალებად გადაკეთდება“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

 

მაკრონის განცხადება წინ უძღვის საფრანგეთის ეროვნულ დღესასწაულს - ბასტილიის აღების დღეს, რომელსაც 14 ივლისს საფრანგეთში 1790 წლიდან ზეიმობენ. ამ დღეს პარიზში, ელისეს მინდვრებზე დიდი სამხედრო აღლუმი იმართება.

 

მიმდინარე წლის თებერვალში კოსმოსური ჯარები აშშ-შიც შეიქმნა. დონალდ ტრამპის ბრძანებით, კოსმოსური ძალების შტაბის მეთაური აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა კომიტეტის შემადგენლობაში შევა. აშშ-ის კოსმოსური ძალების რიცხოვნობა 15-20 ათასს შეადგენს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი