logo_geo
საფრანგეთში ბასტილიის დღე აღნიშნეს
- +

15 ივლისი. 2019. 10:53

 

 

საფრანგეთში ბასტილიის დღის აღნიშვნა მასშტაბური ფოიერვერკით დასრულდა. ეიფელის კოშკთან ფოიერვერკების შოუ 30 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

 

ბასტილიის ციხის აღების დღე საფრანგეთის რევოლუციის საწყისად მიიჩნევა და ყოველწლიურად მასშტაბურად აღინიშნება.

 

ეროვნულ დღესასწაულზე ფრანგმა სამხედროებმა ქვეყნის მთავარსარდალს რამდენიმე ტექნოლოგიური სიახლე წარუდგინეს, მათ შორის ე.წ. მფრინავი ჯარისკაცი, თანამედროვე უპილოტო საფრენი აპარატები და უპილოტო თვითმფრინავების საწინააღმდეგო იარაღი.

 

ბასტილიის დღეს პარიზში იმყოფებოდნენ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.

 

სამხედრო აღლუმში მონაწილეობა 4 300 ჯარისკაცმა მიიღო. აღლუმზე ასევე გამოიყვანეს 200-მდე ავტომობილი და 100-ზე მეტი საფრენი აპარატი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი