logo_geo
კონგოს აღმოსავლეთ ნაწილში ებოლას ვირუსის შემთხვევა დადასტურდა
- +

15 ივლისი. 2019. 11:26

 

 

კონგოს აღმოსავლეთ ნაწილში ებოლას ვირუსის შემთხვევა დადასტურდა. კერძოდ, მილიონიან ქალაქ გომაში. ამის შესახებ BBC წერს.

 

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ვირუსი სასულიერო პირს დაუდგინდა, რომელიც ქალაქში გასულ კვირას ბუტემბოდან ჩავიდა.

 

ბოლო 1 წლის განმავლობაში კონგოში ებოლას ვირუსმა 1600-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.

 

ებოლას ვირუსი ზაირში 1976 წელს აღმოაჩინეს. ეპიდემიამ პიკს 2014-2016 წლებში მიაღწია. მაშინ ებოლათი 28,6 ათასი ადამიანი დავირუსდა, აქედან 11,3 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი