logo_geo
ქორწინება 102 და 100 წლის ასაკში
- +

15 ივლისი. 2019. 22:34

 

 

აშშ-ის შტატ ოჰაიოში, 102 წლის ფილის ქუქმა და 100 წლის ჯონ ქუქმა იქორწინეს.

 

წყვილი ერთმანეთს ერთი წლის განმავლობაში ხვდებოდა, ერთ დღესაც კი სასამართლოში საქმეზე ყოფნის დროს მოულოდნელად გადაწყვიტეს, რომ ექორწინათ.

 

“ეს არ იყო გეგმა, მაგრამ ჩვენ სასამართლოში ვიყავით, სადაც შემოგვთავაზეს რომ მათ ჩვენი დაქორწინება შეეძლოთ. მე ამაზე თანხმობა განვაცხადე”, - თქვა ჯონ ქუქმა CNN-თან საუბრისას.

 

ორივესთვის, ფილისთვისაც და ჯონისთვისაც ეს მესამე ქორწინებაა.

წყვილი უკვე გადავიდა ერთად საცხოვრებლად. მათი თქმით, ისინი ერთად მიირთმევენ, ერთად სეირნობენ და ერთობიან, თუმცა ერთმანეთს პირად სივრცესაც აძლევენ.

 

ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ერთად ყოფნის დროს ერთმანეთს ვართობთ”, - თქვა ჯონ ქუქმა.

 

 

big_banner
არქივი