logo_geo
გაერო: მსოფლიოში 2 მილიარდი ადამიანი ჯანსაღად ვერ იკვებება
- +

16 ივლისი. 2019. 02:54

 

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) ახალი მოხსენების თანახმად, რომელიც დღეს გასაჯაროვდა, მსოფლიოში 2 მილიარდ ადამიანს ჯანსაღ საკვებზე წვდომა არ აქვს. ინფორმაციას „france24“ „Reures“-ზე დაყრდნობით აქვეყნებს.

 

მოხსენების თანახმად, ამის გამო მათ ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. ამ ადამიანების უმეტესობა ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში ცხოვრობს.

 

გაეროს კვლევამ აჩვენა, რომ 2 მილიარდი მოქალაქიდან, ვინც ჯანსაღად კვებას ვერ ახერხებს 8% ევროპაში ცხოვრობს. 

 

„სურსათის და ფულის ნაკლებობა ადამიანებს აიძულებთ, რომ ჯანსაღ კვებაზე უარი თქვან, რაც ჭარბ წონას და სიმაღლეში ზრდის შეფერხებას იწვევს. მოქმედებს როგორც გონებრივ, ისე ფიზიკურ განვითარებაზე“, - ნათქვამია კვლევაში.

 

მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის, ლათინური ამერიკის და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში შიმშილობის მაჩვენებელი იზრდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი