logo_geo
საფრანგეთში ტყის ხანძრის გამო, 2500-ზე მეტი ტურისტის ევაკუაცია განხორციელდა
- +

16 ივლისი. 2019. 10:43

 

საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, აღმოსავლეთ პირენეის დეპარტამენტში ტყის ხანძრის გამო, 2500-ზე მეტი ტურისტის ევაკუაცია განხორციელდა.

 

ხანძარი ანჟერე-სიურ მერის რაიონში 15 ივლისს შუადღეს გაჩნდა. ძლიერი ქარის გამო, ცეცხლი სწრაფად გავრცელდა. ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, ხანძარი სანაპიროს მიმართულებით ვრცელდება.

 

სახანძრო-სამაშველო ბრიგადებმა ევაკუირებული ტურისტები დროებით თავშესაფრებში გადაიყვანეს. ცეცხლს ქრობის ოპერაციაში ათობით მეხანძრე მონაწილეობს. პროცესში ჩართულია ავიატექნიკაც.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი