logo_geo
კუნძულ ბალიზე ძლიერმა მიწისძვრამ ნგრევა გამოიწვია
- +

16 ივლისი. 2019. 11:30

 

ბალიზე მომხდარ 6-მაგნიტუდიან მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა. ინდონეზიური მედიის ინფორმაციით, სტიქიის გამო სასტუმრო Nusa Dua-ს შესასვლელი, რამდენიმე ნაგებობა და სკოლის შენობები დაზიანდა.

 

მიწისძვრა გამთენიისას ადგილობრივი დროით 08:18 საათზე მოხდა და მისი ეპიცენტრი ნუსა დუადან სამხრეთ-დასავლეთით 83 კილომეტრის მოშორებით იყო.

 

მიწისქვეშა ბიძგები კუნძულის სხვა ნაწილებზეც იგრძნობოდა. ამ ეტაპზე ზარალს ითვლიან.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი